ახალი ამბები
მმართველი პარტია „ევროპულ საქართველოს“ პროვოკაციაში ადანაშაულებს (ვიდეო)
„ქართული ოცნების“ შტაბში სოფელ ერგეტაში დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურნენ. შტაბის ხელმძღვანელის დავით კოდუას თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრები და მერობის კანდიდატი ლელა ქებურია მათ მიკრო შტაბში შევარდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს. მისივე თქმით, ამ ფაქტს წინ ქებურიას მეუღლის გია ჯიქიას მხრიდან "ქართული ოცნების" აქტივისტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა.

„მოძალადე და გაკოტრებული, ნაციონალური მოძრაობის" შვილობილი პოლიტიკური მოძრაობა მერობის კანდიდატთან და ზონდერ-ჯგუფთან ერთად ცდილობდა ჩვენს მიკრო-შტაბში აეტეხა ბუნტი, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. მათ დღევანდელი აქციისთვის ერგეტაში სულ 15-მდე ადამიანის მობილიზება მოახერხეს, ამიტომაც გამოიჩინეს აგრესია. ჩვენს შტაბთან იდგა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც ჯიქიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, თუმცა, მალევე გააშველეს“, - აღნიშნა კოდუამ.

მან ჟურნალისტებს ვიდეომასალაც აჩვენა, რომელიც მმართველი პარტიის ერგეტის მიკროშტაბშია გადაღებული.


გია ჯიქია

მერობის კანდიდატის მეუღლის გია ჯიქიას თქმით, მას და პარტიის აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" მხარადმჭერები იყვნენ.

ამავე თემაზე:

ლელა ქებურია: ერგეტაში "ევროპული საქართელოს" წევრს და ჩემს მეუღლეს სცემეს



Print