არჩევნები
ევროპული საქართველო: ერგეტის ინციდენტში დათო კოდუას მამა მონაწილეობდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მომხდარ ინციდენტში დათო კოდუას მამაც მონაწილეობდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა ბათლომე შელიამ განუცხადა. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში პარტიის მხარდამჭერებემა, რომლებიც დარჩელის მკვიდრნი არიან, კოდუას მამა ამოიცნეს.

„დათო კოდუა მორალს გვიკითხავს და მამამიის, როგორც ჩანს, ზონდერად ყავს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შელიამ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დავით კოდუას თქმით, „ევროპული საქართვლოს“ წევრები გზაზე მანქანით მიმავალ მამამისს გადაუდგნენ, მანქანა გააჩერებინეს და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.

" მამაჩემი მიდიოდა მეგობართან მანქანით, რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დახვდნენ შუა გზაზე და გინება დაუწყეს.მამაჩემი არაფრის აზრზე არ იყო და როდესაც მეორეჯერ შეაგინეს, იგი მანქანიდან გადმოვიდა იმის გასარკვევად, თუ რატომ აყენებდნენ შეურაცხყოფას.ისიც ადამიანია და ვერ მოითმინა", - თქვა კოდუამ.

მერობის კანდიდატის მეუღლის გია ჯიქიას თქმით, მას და პარტიის აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" მხარადმჭერები იყვნენ.

ამავე თემაზე:

სოფელ ერგეტაში მომხდარ ინტიდენტზე გამოძიება დაიწყო

მმართველი პარტია „ევროპულ საქართველოს“ პროვოკაციაში ადანაშაულებს (ვიდეო)

ლელა ქებურია: ერგეტაში "ევროპული საქართელოს" წევრს და ჩემს მეუღლეს სცემეს

Print