არჩევნები
ლელა ქებურია ერგეტის ინციდენტში მონაწილე პირებს ასახელებს და მათ დასჯას ითხოვს (ვიდეო)
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ დღევანდელ ბრიფინგზე ეგრეტის გუშინდელ იცნიდენტში მონაწილე პირები დაასახელა და მათი დროული დასჯა მოითხოვა. ქებურიას თქმით, ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია, ასევე, მმართველი პარტიის შტაბის წევრები: რუბენ შელია, კუკური შელია, როინი მიქაია, ასევე, მამუკა სიჭინავა, ნიკა მაქაცარია და დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა.

ქებურიამ მომხდარზე პასუხიმგებლობა მერობის კანდიდატს ლაშა გოგიას, გუბერნატორის მოადგილესა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს დავით კოდუას დააკისრა.

„კოდუა ზონდერს უწოდებს ალექსანდრე ღვინჯილიას მხოლოდ იმიტომ, რომ ის პოლიციელი იყო. ზონდერს გვიწოდებს სამ ქალს, რომელიც ერგეტის შტაბში მომხდარის გასარკვევად მივედით, მაშინ, როდესაც მთავარი ზონდერი გოგია და კოდუას მამა ოთარ კოდუა არიან, რომელმაც ხელი დაარტყა ალიკა ღვინჯილიას. მე მივედი ერგეტის შტაბში, რომ ვიდეოზე დამეფიქსირებინა ის სახეები, ვისითაც აპირებს მერიის დაკომპლექტებას გოგია“, - განაცხადა ქებურიამ.

ლელა ქებურია ერგეტაში მომხდარი ინციდეტის დროულ გამოძიებას ითხოვს.

მერობის კანდიდატის მეუღლის გია ჯიქიას თქმით, მას და პარტიის აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" მხარადმჭერები იყვნენ. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ევროპული საქართველო: ერგეტის ინციდენტში დათო კოდუას მამა მონაწილეობდა

სოფელ ერგეტაში მომხდარ ინტიდენტზე გამოძიება დაიწყო

მმართველი პარტია „ევროპულ საქართველოს“ პროვოკაციაში ადანაშაულებს (ვიდეო)

ლელა ქებურია: ერგეტაში "ევროპული საქართელოს" წევრს და ჩემს მეუღლეს სცემეს
Print