არჩევნები
მირანდა მესხი დარღვევაზე: ეს იმის ბრალია, რომ კომისიის წევრები ტრენინგებზე არ დადიოდნენ
კომისიის წევრების ნაწილი გამოუცდელი კადრია. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ პარტიების წარმომადგენელი კომისიის წევრები ტრენინგებზე უმეტესად არ დადიოდნენ - ასე ეხმაურება 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ინგირის 46-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას. საუბარია „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარზე, რომლის თანახმადაც ორმა ამომრჩეველმა ხმა გადასატან ყუთში არსებულ ბიულეტენსა და საარჩევნო უბანზეც მისცა.

„ეს არის პროცედურული დარღვევა და კომისია განიხილავს აღნიშნულ საჩივარს“, - განაცხადა მესხმა.

რაც შეეხება მონაცემებს 15:00 საათისთვის, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ხმა 30 139-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 25, 07%-ს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „ათინათს“ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიაწოდა.


ამავე თემაზე:

„სამართლიანი არჩევნები“: 46-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა ხმა ორჯერ მისცეს
Print