არჩევნები
მესტიაში პირველადი მონაცემებით კაპიტონ ჟორჟოლიანმა გაიმარჯვა
მესტიის 47-ე სარჩევნო ოლქში 40 უბნიდან ამ დროისთვის 23 უბანია დათვლილი. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა ხმების 58.25 % მოაგროვა, რაც 1158 ხმის ტოლია. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს მალხაზ უდესიანს, მას 830-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 41.75 % -ია.


Print