არჩევნები
დომენტი სიჭინავა: ვრჩები ზუგდიდში, ვიქნები აქ, თქვენს გვერდით
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. მან ასევე ზუგდიდელებს წარმატებები უსურვა და ახალი მერის არჩევა მიულოცა.

„დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მინდა, ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც მე მხარი დამიჭირა, დიდი მადლობა ვუთხრა. მინდა, მივულოცო ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ახალი არჩეული მერი და გისურვოთ წარმატებები. მე, როგორც ვთქვი, ვრჩები ზუგდიდში, ჩემი ქალაქისთვის, ჩემი კუთხისთვის ვიქნები აქ, თქვენს გვერდით“, - განაცხადა სიჭინავამ.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 107 უბნიდან 80 უბნის წინსწარი მონაცემით, დომენტი სიჭინავამ ხმების 14, 77 % მიიღო, რომელიც 4 925 ხმის ტოლია.

Print