ახალი ამბები
ცესკო დღეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და მეორე ტურის თარიღს გამოაცხადებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. გარდა ამისა, ცესკო იმ ქალაქებში, სადაც 50%-იანი ზღვარი ვერცერთმა მერობის კანდიდატმა ვერ გადალახა, მეორე ტურს დანიშნავს. არჩევნების მეორე რაუნდი მარტვილშიც გაიმართება.

სხდომა დღეს 16:00 საათზე დაიწყება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

Print