არჩევნები
"ქართული ოცნების" მარტვილის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
მმართველი პარტიის მარტვილის მერობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოს 27-ე უბანზე დააფიქსირა. ის საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ხმა ქვეყნის განვითარებას და წინსვლას მივეცი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგალავამ.

მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ათი საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია 1 354 ამომრჩეველმა დაფიქსირა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქის 39-ვე უბანი დროულად გაიხსნა და კენჭისყრა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

მარტვილში ამ დროისთვის ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა

მარტვილის 65-ე ოლქში არჩევნები ექსცესების გარეშე გაიხსნა
Print