არჩევნები
მარტვილში ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება პირადობის მოწმობის გარეშე მისცეს
მარტვილის რაიონის სოფელ გურძემის №12 უბანზე მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება პირადობის მოწმობის გარეშე მისცეს. ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დაწერა. 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, აღნიშნული საჩივარი ამ დრომდე ერთადერთია.

„საჩივრის ავტორი წერს, რომ ერთ-ერთი ამომრჩეველი პირადობის გარეშე გაატარეს ხმის მისაცემად. ამ საჩივარს ცესკო განიხილავს“, - განაცხადა ბართაიამ.

ცესკოს 17:00 საათის მონაცემებით მარტვილის 39 უბანში სულ რეგისტრირებული 31 531 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 10 036- მა მოქალაქემ დააფიქსირა, საერთო რაოდენობის 30, 75% უდრის.


ამავე თემაზე:

საოლქო კომისია: ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ შემოსულა
Print