არჩევნები
მირანდა მესხი ოპიზიციის ბრალდებაზე: კომისია გადასატან ყუთთან დაკავშირებულ განცხადებებს ამოწმებს
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, გადასატანი ყუთების სიები ჯერ არ შემდგარა. მისივე ინფორმაციით, მომართვიანობა 25 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება და კომისია მხოლოდ გადამოწმების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიყვანოს თუ არა ესა თუ ის პირი გადასატანი ყუთით მომსახურების სიაში.

„ნებისმიერ პირს შეუძლია საოლქოს მომართოს განცხადებით, ჩვენი კომისიის წევრები კი ადგილზე მიდიან, ამოწმებენ ადამიანის მდგომარეობას, შეუძლია თუ არა გადაადგილება თავად და ამის შემდეგ დებენ დასკვნას. საბოლოოდ, კი ამის მიხედვით, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიყვანს თუ არა კონკრეტულ პირებს სიაში“, - აღნიშნა მესხმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის ანა წითლიძის მტკიცებით, გადასატანი ყუთის სიებში ჯანმრთელი ადამიანები შეჰყავთ და ამ დავალებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან იღებენ.


ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს

Print