არჩევნები
ზუგდიდში 120 837 ამომრჩეველია რეგისტრირებული
ზუგდიდში, მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმას 120 837 ამომრჩეველი მისცემს. 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმები გაცემა მიმდინარეობს.

ცესკოს ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, როდესაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, ზუგდიდში 120 844 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

სულ ზუგდიდსა და სოფლებში 107 უბანია.

ხვალ, 19 მაისს ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

Print