არჩევნები
ჯიხაშკარში, საარჩევნო უბანთან მოქალაქე სიებით ხელში გადაადგილდება, სადაც პირადი ნომრები წერია (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანთან ერთ-ერთ ადგილობრივს ხელში სიები უჭირავს, რომლებშიც ამომრჩევლის პირადი ნომრები წერია. მისი თქმით, ის თავისთვის ინიშნავს ინფორმაციას და ითვლის, თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე. "წადით აქედან, მე თქვენ არაფერს გაჩვენებთ, რა საქმე გაქვთ, რა თქვენი საქმეა, რა მიჭირავს ხელში. რა გინდათ, ვერ გავიგე, ვიცავ დისერტაციას. არის სიები და ტელეფონის ნომრები... ", - უთხრა მან ჟურნალისტებს.



პირი რომელიც ჯიხაშკარის #79-ე და 108-ე უბნებს შორის გადაადგილდებოდა, ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც ჟურნალისტებმა ფაქტი დააფიქსირეს.

ამავე თემქაზე:

ზუგდიდში დღეს ახალ მერს ირჩევენ

საარჩევნო უბანთან გასროლის ფაქტზე ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ



Print