არჩევნები
უბანზე, სადაც სანდრა რულოვსი ხმას აძლევს, საჩივარი დაიწერა
#82-ე საარჩევნო უბანზე, სადაც სანდრა რულოვსი ხმას აძლევს, დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საუბარია იმაზე, რომ გადასატან და უბანზე განთავსებულ ყუთებში მოთავსებული საკონტროლო ფურცელი არ არის იდენტური. ორგანიზაცია "ქართული ორდენის" ბესიკ ექსეულიძის ინფორმაციით, ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასატანი ყუთი იყოს ბათილი.

"როცა დასრულდება საარჩევნო პროცესი და აღმოჩნდება, რომ არ არის იდენტური, უნდა გაბათილდეს უბანი",- თქვა ექსეულიძემ.

უბნის თავმჯდომრე მამუკა კუტალია კი ამტკიცებს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

"არ არის პრობლემა, რომ არ ჰქონდეს გადასატან ყუთზე საკონტროლო ფურცელზე ბეჭედი, დანარჩენი ყველგან იქნება ბეჭდები იდენტური", - თქვა მამუკა კუტალიამ.

ამ წუთებში აღნიშნულ უბანზე სანდრა რულოვსს ელოდებიან.
Print