არჩევნები
მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი: დავაფიქსირე ამომრჩევლის მოსყიდვა (ვიდეო)
მედია ორგანიზაცია "სის როპ" წარმომადგენელი გიორგი რურუას თქმით, მან მეოთხე სკოლასთან, #9-ე უბანთან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირა. მისივე თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ცდილობდნენ. უბანთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. რურუა მოწმის სახით პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციელებმა აღნიშნულ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს. ადგილზე იმყოფებოდნენ გარეთიანებული ოპოზიციის ლიდერები.


Print