არჩევნები
ყოფილი და ამჟამინდელი მმართველი პარტიის მხარდამჭერების კამათი საარჩევნო უბანთან (ვიდეო)

#80-ე უბანთან ამომრჩევლები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან და კამათობენ. "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ერთმანეთს პარტიის ლიდერების შეცდომებს ახსენებენ.


მანამდე, აქედან აგიტატორი ქალი სამართალდამცავებმა პოლიციის შენობაში, სავარაუდოდ, არჩევნების დღეს აგიტაციის წარმოებისთვის გადაიყვანეს.

ზუგდიდში დღეს, 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სულ რეგისტრირებული 120 837 ადამიანი საკუთარ არჩევანს 13, მათ შორის, ორ დამოუკიდებელ და 11 პარტიულ კანდიდატს შორის გააკეთებს. ქალაქსა და სოფლებში გახსნილ 107 უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე 16 კანდიდატი დახვდება, თუმცა მათგან სამმა, დავით თორდიამ, დათა გაბეჩავამ და გოგიტა ბიგვავამ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

ამავე თემაზე:


#80-ე უბნიდან აგიტატორი ქალი სამართალდამცავებმა პოლიციაში გადაიყვანეს (ვიდეო)



 

Print