ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკლებმა რუმინეთის გუნდი თბილისში „ანგარიშით 25:16 დაამარცხა და „რაგბი ევროპის“ ტიტულთან ერთად საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასის მფლობელიც გახდა.

"ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან ყველა მათგანი მოიგეს.

სულ რუმინეთის ნაკრები ეროვნულმა ნაკრებმა დღემდე 21 შეხვედრიდან 11-ჯერ დაამარცხა, 9-ჯერ თავად დამარცხდა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

ქართველი მორაგბეები ფინალურ მატჩზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.



Print