რამდენიმე კატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა მარტამდე გაუხანგრძლივდება
10:19 / 25.06.2018
2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში
გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“
და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1
მარტამდე შეუნარჩუნდება. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი, რომლის
ინიციატორები მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა და გიორგი ხატიძე არიან,
პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
“დღეის მდგომარეობით გაცემულია 481 000 ზემოაღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა. ამათგან 263 700 მართვის მოწმობას 2018 წლის 1-ელ სექტემბერს გასდის მოქმედების ვადა. იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა. “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის თანახმად კი, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის შეცვლამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვთ, თუმცა ინიცირებული პროექტი ვადის მომავალი წლის მარტამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები