ახალი ამბები
შავ ზღვაზე ისევ შტორმია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია 4 ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლე კი 3 მეტრს აღწევს. შესაბამისად, შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

"ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აკრძალვა იმოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე.
Print