ახალი ამბები
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება. აღნიშნული სახელმწიფო უწყების მიზანი, შს სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი იქნება.

ამავე პროექტის თანახმად, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლი, იყოს პასუხისმგებელი კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე, ლიცენზირებაზე, სამართალდარღვევების პრევენციაზე. ასევე, უწყებამ უნდა აწარმოოს კანაფის შესახებ საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიები.

კანაფის კონტროლის სააგენტო, რომლის უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს, პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. შესაბამისად, მან ყოველწლიურად საკნონმდებლო ორგანოს ანგარიში უნდა წარუდგინოს. გარდა ამისა, სააგენტოს ექნება ბეჭედი, რომელზეც გამოსახული იქნება სახელმწიფო გერბი და თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები.

საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მარიხუანას წარმოება, ექსპორტზე გატანის მიზნით ნებადართული იქნება.

ამავე თემაზე:

გიორგი გახარია: 21 წლამდე პირებისთვის მარიხუანის მოხმარება დაისჯება

ექსპორტზე გატანის მიზნით საქართველოში შესაძლოა მარიხუანას მოყვანა-წარმოება დაიწყოს 

შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა

Print