ახალი ამბები
სახერხი საწარმოების უკანონოდ რეგისტრაციისთვის 7 პირი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 23 ხის სახერხი საამქრო გამოავლინა, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე კი 7 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი სხვა არარეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროებთან მიმართებაში ტარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით.

Print