ახალი ამბები
ერთ თვეში უკანონო ნადირობის 250-მდე ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსიდან ერთი თვის მანძლზე უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 248 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალაქეები გადამფრენ ფრინველების მოიზიდავნენ და შემდეგ მათზე ნადირობდნენ.

„ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები.

ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს დაიწყო.

ამავე თემაზე:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იწყება
Print