ახალი ამბები
NDI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეა გამოკითხულთა 66%, ხოლო წინააღმდეგია - 39%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნაწილი, ეს კი 66 % - ია , საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს.

41 %-ის აზრით - „ეს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს“, 17 % მიიჩნევს, რომ „ეს შექმნის მეტ სამუშაო ადგილს“, 14 % ფიქრობს, რომ „ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს“, 12 % - „ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას“.

გამოკითხულთა 39 %- თვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღები არ არის. საკუთარ პოზიციას ისინი ასაბუთებენ იმით, რომ „ეს წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან“. 31 % თვლის, რომ „რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა ურჩევნია“, 19 %-ის აზრით, „ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას“, 9 % მიიჩნევს, რომ „ეს არარეალისტურია და არასდროს მოხდება“, 7 %-ის თქმით კი, „ეს ავნებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს“, 4 % ფიქრობს, რომ „ეს საშუალებას აძლევს დასავლეთს, ჩაერიოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში“, ასევე 4 %-ის პოზიციით კი, „ეს ავნებს ქართულ ეკონომიკას“. გარდა ამისა, 4 %-ის აზრით, „საქართველოს ამით რეგულაციების დიდი ტვირთი დააწვება“, 3 % ფიქრობს, რომ „საქართველო ისტორიულად ევროპას არ მიეკუთვნება“, ასევე 3 %-ის აზრით, „იმიტომ, რომ ეს მიუღებელია იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც მხარს უჭერს“.

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.


Print