ახალი ამბები
NDI და CRRC–საქართველო საზოგადოებრივი აზრის კვლევას წარადგენენ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველ შედეგებს მედიას 17 სექტემბერს წარუდგენს. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
Print