ახალი ამბები
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი გაათავისუფლეს
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს დააკავეს, თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“,-აცხადებენ სუს-ში.

ექიმი, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში, აქციები იმართებოდა.
Print