ახალი ამბები
NDI: 2019 წლის ივლისის შემდეგ ეკლესიისადმი ნდობა 14% -ით შემცირდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი დადებითად აფასებს. ამავე ინფორმაციით, ეს მონაცემი 2019 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 14%-ით შემცირებულია.

კერძოდ, ეკლესიის საქმიანობას უარყოფიდ 12% აფასებს, 25%- საშუალოდ, ხოლო 12%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IND-ს მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.

Print
თეგები: NDI / ეკელსია / ნდობა /