ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 306 პირი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციის პირობებში 306 პირი იმყოფება, რაც წინა მაჩვენებელზე 40-ით მეტია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის"დირექტორმა ნანა ოდიშარიამ  უთხრა. მისივე ინფორმაციით, რეგიონში  ახალი კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა.

ოდიშარიას თქმით, ამ ეტაპზე 55 ადამიანზე ზედამხედველობა მოიხსნა, რადგან მათ 14 დღიანი თვითიზოლაციის პერიოდი უკვე გაიარეს.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებ-გვერდის stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული უკვე 3 ადამიანია.
Print