ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე - ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სწრაფი ტესტები საქართველოში ხვალიდან შემოვა. მისივე თქმით, ტესტების ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შეარჩიეს.

„თქვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავადებას, დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან ან დავადების მერვე დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა პირველივე დღეს. ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში არის ის ტესტები, რომლებიც დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტირების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, რომ 100 პროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველი და მეორე დღეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ ეტაპისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 8 უკვე განიკურნა.

Print