ახალი ამბები
სოხუმი მოსახლეობას მოუწოდებს გადადოს ქორწილები და ხალხმრავალი შეკრებები
მიუხედავად საგანაგებო მდგომარეობისა აფხაზეთში მაინც იხდიან ქორწილებს და მართავენ სხვა ტიპის საზეიმო ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, გააუქმონ ან გადადონ ხალხმრავალი, მათ შორის სამგლოვიარო ღონისძიებები, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, "იურიდიული პასუხისმგებლობის გარდა, ასეთ ზერელე მიდგომას, შესაძლოა რესპუბლიკაში კორონავირუსის ეპიდაფეთქება მოჰყვეს", - ნათქვამია განცხადებაში. შტაბი მოუწოდებს მოსახლეობას, დარჩეს სახლში, დაიცვას თვითიზოლაციის რეჟიმი და მოერიდოს სხვა ადამიანებთან კონტაქტებს, გამოიყენოს ვირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, წერს "აფსადგილ ინფო". 

სოხუმმა 28 მარტიდან 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო მანამდე საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. 29 მარტს ჩაიკეტა საზღვარი ფსოუზე. მიუხედევად ამისა, სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას, ასევე ვიდეო და ფოტომასალას, რომელზეც ჩანს, რომ აფხაზეთში არსებული შეზღუდვების და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში ისევ იმართება ხალხმრავალი საზეიმო შეკრებები.



ამავე თემაზე:

საგანგებო მდგომარეობის პირობებში აფხაზეთში ქორწილებს იხდიან









Print