ახალი ამბები
აფხაზური მედია: მოსკოვი - სუხუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის გადაადგილება შეჩერებულია
სოხუმი - მოსკოვის და მოსკოვი - სოხუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლის გადაადგილება 30 მარტიდან დროებით შეჩერებულია, წერს "აფსადგილ ინფო". შესაბამისი გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, რუსეთის რკინიგზამ მიიღო.

ამავე ცნობით, შემადგენლობა, რომელიც მოსკოვიდან სოხუმში 28 მარტს გამოემგზავრა, მხოლოდ ადლერამდე ივლის. განრიგით 31 მარტს მოსკოვის მიმართულებით დაგეგმილი რეისი ასევე, ადლერიდან გავა", - ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმმა რუსეთთან "საზღვარი" 28 მარტს ჩაკეტა. შესაბამის განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, "აფხაზეთში შესვლა ეკრძალება უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არქმონე პირებს".

გამონაკლისი დაიშვება რუსი დიპლომატებისა და ფედერალური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ასევე რუსეთიდან შემოსულ ტვირთებზე. შეზღუდვა 20 აპრილამდე მოქმედებს.

მანამდე, კორონავირუსის გავრცელების პრვენციის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის "მთავრობამ" საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.






Print