ახალი ამბები
სოხუმის ინფექციურიდან გუდაუთის საავადმყოფოში 28 მარტს გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
პაციენტს, რომელიც 28 მარტს სოხუმის ინფექციურიდან გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ აფხაზეთში COVID - 19 - ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი შტაბი ავრცელებს ინფორმაციას. ამავე ცნობით, მოქალაქეს პნევმონია დაუდგინდა და ის მკურნალობას აგრძელებს.

შტაბის მონაცემებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმის ინფექციურს 9 ადამიანმა მიმართა, ისინი მწვავე რესპირატორული დაავადებების დიაგნოზით მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობენ.

29 მარტს, სოხუმის ინფექციურისთვის ვირუსის სიმპტომებით არცერთ პაციენტს არ მიუმართავს.

დღეიდან საკოორდინაციო შტაბი სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგებს გამართავს. ამ დრომდე, აფხაზეთში ამოქმედებულ ცხელ ხაზზე 200 მდე მოქალაქემ დარეკა, წერს "ასფნიპრესი".

სოხუმმა 27 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 28 მარტს კი ფსოუზე რუსეთთან "საზღვარი" ჩაიკეტა.




Print