ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებულ პაციენტებს, მათ შორის, ბავშვებს COVID-19 არ დაუდასტურდათ
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ სამ პაციენტს, მათ შორის, ორი ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საავადმყოფო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ოკუპირებული აფხაზეთიდან, ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციული საზღვრის გავლით, ბავშვები ინფექციურში სამშაბათს გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის, ინფექციურში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი მკურნალობს. მათ შორის, ერთს თურქეთში, ხოლო მეორეს რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
Print