ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 156 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.

საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკით, კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

ინფორმაციისთვის, 156 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია.
Print