ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 170 გახდა
ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.  სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ინფორმაცია დღეს განახლდა. საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი, ორი კი გარდაიცვალა. 

ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმში ამჟამად 5067 პირია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 330 მოქალაქე გადის.
Print