ახალი ამბები
საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკით, კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458 პირი.

ამავე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით გამოჯანმრთელებულია 68 ინფიცირებული, ხოლო 3 გარდაიცვალა.
Print