ახალი ამბები
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა რუხის საავადმყოფოს 1800 რესპირატორი გადასცა

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა რუხის საავადმყოფოსთვის 1800 ცალი ,,kn95 რესპირატორი“ ჩამოიტანა. სამხარეოს ადმინისტრაციის ცნობით, ის სამეგრელო-ზემო სვანეთის

სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა და მისგან რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პროევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„ჩვენ ვხედავთ საქართველო როგორ კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. მიუხედავად მზადყოფნისა და სწორი პოლიტიკისა, საჭიროდ ჩავთვალეთ, დამცავი საშუალებები სამედიცინო მუშაკებისთვის გადაგვეცა. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება სიგნალი სხვებისთვის რომ დამატებით მოამარაგონ რუხის საავადმყოფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინფექციის და ამ კრიზისის დროს“, - უთხრა ლუიზა ვინტონმა ალექსანდრე მოწერელიას.

სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ლუიზა ვინტონს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

Print