ახალი ამბები
საქართველოში კორონოვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 370 - მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 370 - მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge - ზე არის განთავსებული.

ამავე ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია - 5035 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი.

ინფორმაციისთვის, 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

Print