ახალი ამბები
საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 394 - მდე გაიზარდა 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 394 გახდა, რაც გუშინდელთან შედარებით 6-ით მეტია. მონაცემები ვებ-გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ამავე ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია - 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 86 ადამიანი, მათ შორის ორი ზუგდიდში. გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა.
Print