ახალი ამბები
ფოთის ცხელების ცენტრში 5 პირს, მათ შორის 2 მცირეწლოვანს Covid 19-ზე იკვლევენ
ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ხუთი მოქალაქე, მათ შორის ორი მცირეწლოვანი შეიყვანეს. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის თქმით, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

"გვყავს ხუთი პაციენტი, 22 წლის ქალბატონი, ოთხი წლის ბავშვი, წლის და სამი თვის გოგონა ფოთიდან. ასევე, 37 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან და 41 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება. ეპიდემიოლოგები ადგილზე არიან და მათ ბიოლოგიურ მასალას ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში", – თქვა მედიკოსმა.

საქართველოში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე, ხუთი კი გარდაცვლილი.
Print