ახალი ამბები
ზუგდიდში მანქანების სიმრავლე შეინიშნება (ფოტო)
მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ხალხმრავლობაა ზუგდიდის ქუჩებში. 

მანქანების სიმრავლის გამო, დროდადრო საცობებიც იქმნება.
ავტომობილების მძღოლების უმრავლესობის თქმით, ისინი პროდუქტის საყიდლად მიმდებარე სოფლებიდან ჩამოვიდნენ. 

რაც შეეხება ბაზარს, აქ რიგები ძირითადად სურსათის მაღაზიებთან და ბოსტნეულის დახლებთან შეინიშნება.

როგორც გამყიდველები, ასევე მომხმარებლებიც შეზღუდვების მოხსნას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქვეყნის მასშტაბით 17 აპრილიდან 27 აპრილამდე მსუბუქი ავრტომობილით გადაადგილება შეზღუდული იყო. არ იკრძალებოდა მოტოციკლით, მოპედითა და ველოსიპედით გადაადგილება. ასევე, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.
Print