ახალი ამბები
სამეგრელოდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 38 ანალიზის პასუხი უარყოფითია
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების რიცხვი 92-მდე გაიზარდა, ხოლო ამ დროის მონაცემებით, 189 პირი თვითიზოლაციაშია.ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, თვითიზოლაცია 872 მოქალაქეს მოეხსნა.

რაც შეეხება ანალიზებს ახალ კორონავირუსზე, გუშინ რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 55 ნიმუში გააგზავნეს. აქედან, 38 უარყოფითი პასუხი მიიღეს, ხოლო 17-ის პასუხს, რომელიც ფოთიდან გააგზავნეს, დღეს ელოდებიან. მათგან 15 ექიმია, 2 კი მედპერსონალი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის რეგიონის მასშტაბით 1 პირი დააჯარიმეს.

Print