ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსისგან 215 ადამიანი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც 8-ით მეტია წინა მონაცემზე.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge დღეს განახლდა.

საიტზე განახლებული სტატისტიკით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული. Covid 19-ით ​ქვეყანაში რვა პირი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5260 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.
Print