ახალი ამბები
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 144 პირი რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 144 პირი იმყოფება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 174 მოქალაქე, 889 პირს კი თვითიზოლაციის ვადა დაუმთავრდა.

ქვეყნის ფარგლებში კარანტინის რეჟიმში 5260 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.


Print