ახალი ამბები
ელექტრონული კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ
სახალხო დამცველის აპარატი გენდერული თანასწორობის შესახებ ელექტრონულ კურსს იწყებს. სწავლება მიზნად გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ცნობიერების გაზრდას ისახავს.

კურსი შედგება 3 მოდულისგან;

მოდულების გავლა შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;

კურსი გთავაზობთ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო და ფოტო მასალას;

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ონლაინ სერტიფიკატს!

ელექტრონული კურსი მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით.


Print