ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა 
ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის  ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით "აფსადგილ ინფო" ავრცელებს. 

ამავე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ტესტირება სულ 33 პირს ჩაუტარდა. სოხუმში საკარანტინო ზონაში 209 მოქალაქე იმყოფება, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა აფხაზეთში, მათგან 188 - რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია. 

საერთო ჯამში, ამ დროისთვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. 


Print