ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge დღეს განახლდა. საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 635 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-ს შეადგენს, გარდაცვლილია 10 ადამიანი. 

კარანტინის რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452.
Print