ახალი ამბები
10-ზე მეტი ადამიანის შეკრება კვლავ აკრძალულია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამავე ცნობით, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

განმარტების გაკეთება მთავრობის ადმინისტრაციას მას შემდეგ მოუწია, რაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.

Print