ახალი ამბები
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება
მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვები ერთიანად მოიხსნება.

“რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია. ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომაროების გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ”, - აღნიშნა პრემიერმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა.

Print