ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 4 კურსანტს დაუდასტურდა
აფხაზეთში გასული დღე- ღამის განმავლობაში 88 პირს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან 4 - ს Covid - 19 დაუდასტურდა. ოთხივე რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, რომელიც ამ დღეებში ჩავიდა აფხაზეთში. მათ გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, დღეს სოხუმის საკარანტინო ზონას 52 ადამიანი დატოვებს, ისინიც რუსეთიდან ჩამოსული სტუდენტები არიან, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ამ დრომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონვირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან სამი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი, 1925 წელს დაბადებული ქალი, გარდაიცვალა.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 1 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები და ტანსაცმლის ბაზრობები. 







Print