ახალი ამბები
დღეს ზუგდიდის ინფექციურში კოვიდ19-ზე გამოკვლეული 93-ვე ნიმუში უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ზე გამოკვლეული ახალი 93 ნიმუშიდან ყველა უარფოფითია. აქედან, 14 ანალიზი პაციენტის არის, რომლებიც საავადმყოფოებში ცხელების ჩივილებით არიან მოთავსებულები, მედპერსონალი - 73, საკარანტინო ზონიდან მომსახურე პერსონალი - 4, საკარანტინო ზონაში მყოფი პირი - 1, თვითიზოლაციიდან -2 (ტრაილერის მძღოლის კლასტერი).

ამასთან, განმეორებითი ანალიზი აუღეს რუხის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდდადებით პაციენტს, რომელსაც ვირუსი კვლავ უფიქსირდება. ის მკურნალობის კურსს აგრძელებს.

ინფორმაციისთვის, რუხის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი მკურნალობდა, თუმცა ერთი მათგანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისში გადაიყვანეს.

Print