ახალი ამბები
ანაკლიის საკარნტინო სივრცეში 70 მოქალაქე რჩება
ამ დროის მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციის პერიოდს 228 მოქალაქე გადის. თვითიზოლაცია მოეხსნა 920 მოქალაქეს. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი 70 პირი იმყოფება.

​საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის სამეგრელოში მხოლოდ 1 პირი დააჯარიმეს.

ინფორმაციისთვის,  ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 101 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია, მათ შორის, 3 ტრაილერის მძღოლის კონტაქტი იყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში  ბიოლოგიური მასალების აღების პროცესი  გაგრძელდება.
Print